მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვიეტნამში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა

კორონავირუსის ახალი შტამი
1622364017
COVID-19

ვიეტნამში კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოვლინდა, - ამის შესახებ BBC იუწყება

ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა ნგუენ თან ლონგმა მუტაციას „ძალიან საშიში“ უწოდა.

გამოცემის ცნობით, ვიეტნამმა დაადგინა კოვიდის ვარიანტი, რომელიც, როგორც ჩანს, ინდური და დიდი ბრიტანეთის ვარიანტების კომბინაციაა და შეიძლება სწრაფად გავრცელდეს საჰაერო გზით.

ბატონი ნგუენის თქმით, ახალი ჰიბრიდული ვარიანტი უფრო გადამდებია, ვიდრე ადრე ცნობილი ვერსიები, განსაკუთრებით ჰაერში.

მისი თქმით, ვირუსის გენეტიკური კოდი მალე ხელმისაწვდომი გახდება.

ინფორმაციისთვის, ვიეტნამში Covid 19-ის შემთხვევებმა იმატა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 6 700-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.