მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვიღაცა თუ იმიტომ აიცრა, რომ ევროპაში იმოგზაუროს, რა თქმა უნდა, ეჭვები გაუჩნდება“ - პაატა იმნაძე „სინოფარმზე“

პაატა იმნაძის ბრიფინგი კორონავირუსთან დაკავშირებით, ივნისი 2020 წ.
1620135358
COVID-19

„მე იმიტომ ავიცერი, რომ კორონამ არ მომკლას, ვიღაცა თუ იმიტომ აიცრა, რომ ევროპაში იმოგზაუროს, რა თქმა უნდა, ეჭვები გაუჩნდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას ჩინურ ვაქცინაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „სინოფარმით“ უნგრეთში უკვე ერთ მილიონამდე ადამიანია აცრილი და არ არის მოსალოდნელი, რომ მის მოქალაქეებს ევროკავშირის სხვა ქვეყნები საზღვარზე არ შეუშვებენ.

„მოდით ისიც გავიხსენოთ, რომ ევროპის ტურისტული ინდუსტრიის 10-12 პროცენტი ჩინელი ტურისტებით არის დაკავებული. ამავდროულად, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა უნგრეთი, სადაც „სინოფარმით“ უკვე მილიონამდე ადამიანია აცრილი.

არ მგონია უნგრეთს ევროკავშირმა დაუკეტოს საზღვარი. ასევე ჩვენ ვამბობდით, რომ ჩინური ვაქცინა მიიღებს ავტორიზაციას და ასეც მოხდება.

ფაუჩი ნამდვილად ჭკვიანი კაცია და არაფერი ეშლება, ამიტომ დიახ, ის არის კარგი ვაქცინა, რომლითაც აიცრები“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

ამ დროისთვის ქვეყანაში აცრა „ფაიზერის“, „ასტრაზენეკასა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით მიმდინარეობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„სინოფარმით“ ვაქცინაცია გაცილებით უკეთესია“ - ვასილ ხაჩიაშვილი

„მიჩნეულია, რომ კოვიდვაქცინაციის გარკვეული პერიოდულობით გამეორება იქნება საჭირო“ - თამარ გაბუნია

„მოქალაქეების აქტივობა „სინოფარმთან“ მიმართებით მაღალია, რადგან ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული“ - მაკა ბულეიშვილი