მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ არიან ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტები - ეზუგბაიას განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, 16 ივნისი 2020 წ.
1594194250
COVID-19

კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან 4 შემოტანილია, ხოლო 1 დადასტურენულ შემთხვევასთან კონტაქტია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 4 არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული. ამ 4-დან სამი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო ერთი გახლავთ საკარანტინო ზონიდან დადასტურებული შემთხვევა. ხოლო მეხუთე შემთხვევა, ეს გახლავთ კონტაქტის კონტაქტი. ანუ, ეს ერთი არის შიდა გადაცემით“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციურ საავადმყოფოში ერთი ახალი ინფიცირებული ჰყავთ. ჯამში კლინიკაში დადასტურებული კორონავირუსით 22 პაციენტი მკურნალობს.

„ეს ახალი დადასტურებული შემთხვევა არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, მისი მდგომარეობა გამოკვლევების შედეგად არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმის არის. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია, არსად არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და მათი მდგომარეობა უცვლელია დღევანდელი მონაცემებით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

საქართველოში კოვიდინფიცირების 963 შემთხვევაა დაფიქისრებული. გამოჯანმრთელებულია 841 და გარდაცვლილია 15 პაციენტი.