მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ არის დღეს გარდაცვლილი კოვიდინფიცირებული

ინფექციურის ცენტრი
1600845297
COVID-19

კოვიდინფიცირებული 24-ე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფექციურის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გარდაცვლილია 70 წლის კაცი. მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას მძიმე იყო. კორონავირუსთან ერთად ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები. მას ხორხის კიბოს გამო ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული.

„ჩვენს კლინიკაში 18 აგვისტოს იყო შემოსული, ჰქონდა ძალიან მძიმე ფონური დაავადებები. ახალი ნაოპერაციევი იყო. შემოსვლისას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. მისი მდგომარეობა კოვიდის მხრივ გარკვეულწილად გაუმჯობესდა, რადგან 3 და 4 სექტემბერს უარყოფითი პასუხი იყო კოვიდზე, ტესტი განმეორებითაც ჩაუტარდა და 11 სექტემბერს კორონავირუსზე ისევ უარყოფითი პასუხი ჰქონდა“,- აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 227-ით გაიზარდა, 69 პაციენტმა კი, ვირუსი დაამარცხა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4140 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1643 გამოჯანმრთელებულია.