მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ არის გარდაცვლილი კოვიდინფიცირებული პაციენტი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს, 28 ივლისი 2020 წელი
1600672238
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გარდაცვლილი მე-20 კოვიდინფიცირებული პაციენტი 60 წლის ქალია, რომელიც აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.

მისი თქმით, კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. მას ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

„გარდაცვლილი პაციენტი აფხაზეთიდან გახლავთ გადმოყვანილი. მასთან ერთად გადმოყვანილი იყო კიდევ 3. ოთხივეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. სამწუხაროდ, ოთხიდან ერთ-ერთის, 60 წლის ქალის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და გარდაიცვალა“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდინფიცირებული ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1534 გამოჯანმრთელებულია.