მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი?

რუსეთში კორონავირუსით ადამიანი გარდაიცვალა 2020
1600855307
COVID-19

აჭარის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილი 25-ე კოვიდინფიცირებული პაციენტი 76 წლის კაცია. ის ბათუმის კლინიკა „მედ ემერჯენსში“ 22 სექტემბერს 00:52 საათზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა, დიაგნოზით - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ESU/ESC 3, ექსტრასისტოლური არითმია, გულის უკმარისობა.

კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვალებამდე აღებული იქნა ტესტი კორონავირუსზე, პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ-19“,- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის ცენტრში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4140 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1643 გამოჯანმრთელებულია.