მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ გაუწია რეკომენდაცია ახალი კორონავირუსის ტესტებს?

აკაკი ზოიძე პარლამენტში
1585333008
COVID-19

ჯანდაცვის ექსპერტის აკაკი ზოიძის განცხადებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ტესტების შემოტანაზე ატეხილი აჟიოტაჟი, გაუგებარია. როგორც ზოიძე აცხადებს, გამომდინარე იქედან, რომ ვირუსის სწრაფი ტესტები ჯერ სულ რამდენიმე კვირისაა, შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს მათი სარწმუნოობა.

აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ არც ესპანეთის და არც ჩეხეთის მთავრობა ტესტებს, რომლებიც წუნდებულია შესაბამისი შემოწმების გარეშე არ მიიღებდა, თუმცა შეცდომა მაინც მოხდა.

მისივე თქმით, მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ გაუწია აღნიშნულ ტესტებს რეკომენდაცია.

"მთავარი ის არის, რომ ამ მწარმოებელს სწრაფი ტესტები სწორედ ჩინეთის ეპიდემიის დროს ჰქონდა მიწოდებული ქვეყნისთვის. სხვა ინფორმაცია არ მაქვს. საერთოდ, ეს სწრაფი ტესტები სულ რამდენიმე კვირისაა, შესაბამისად, არავის აქვს ინფორმაცია რომელი კომპანიისაა უკეთესი და რომლის უარესი. ზოგადად, დღეს მსოფლიოში ძალიან საფრთხილოა ხარისხი ამ სწრაფი ტესტების. დამერწმუნეთ, არც ჩეხეთის არც არც ესპანეთის მთავრობა არ შეისყიდდა ტესტებს, რომ არ ყოფილიყო ერთი შეხედვით ყველაფერი წესრიგში. მე რაც ვიცი, თვითონ კომპანიამ აცნობა სამინისტროს, რომ ეს ტესტები იყო ხარვეზიანი და გაწყვიტა კონტრაქტი",- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ცნობისთვის, ჩინურ კომპანიას, რომელთანაც ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გააუქმა, საქართველოსთვის 200 000-მდე სწრაფი ტესტი უნდა მოეწოდებინა.

"საქართველოს ამ კომპანიასთან ხელშეკრულება დადებული ჰქონდა, თუმცა დღეს ის ანულირებულია, თანხა არ გადარიცხულა და ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია",-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.