მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ მიიღებს პირველი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას

ვაქცინის ნიმუშის კვლევა
1596395375
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ჯანდაცვის პროგრამების დირექტორის ნინო ბერძულის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავარაუდოდ 2021 წლის დასაწყისში იქნება, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის წლის დასაწყისიდანვე იქნება ხელმისაწვდომი.

ვინ მიიღებს პირველი ვაქცინას?

ნინო ბერძულის ინფორმაციით, პირველ რიგში ვაქცინას მიიღებს სამედიცინო პერსონალი, შემდეგ ხანდაზმული და ქრონიკულად დაავადებული ადამიანები. როდესაც ვაქცინის უფრო მეტი წარმოება მოხდება, მომდევნო ჯგუფს უკვე ქვეყანა განსაზღვრავს.

„ჩვენი მოდელით ეს არის სამედიცინო პერსონალი და სოციალური სექტორის მუშაკები, ვისაც უშუალოდ აქვთ ინფიცირებულთან შეხება, რათა მოხდეს ჯანდაცვის სისტემის მაქსიმალურად დაცვა. ესენი არიან ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ადამიანები. შემდეგ, 65 წელს ზემოთ გადაცილებული ასაკის ადამიანები. კოვიდმა ძალიან კარგად აჩვენა, რომ ხანდაზმული ადამიანი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები - ეს იქნება პირველი ჯგუფი, ვინც მიიღებს ვაქცინას. შესაბამისად, როდესაც მოხდება ვაქცინის უფრო მეტი წარმოება და მეტი ვაქცინა გვექნება, შემდეგი ჯგუფი იქნება დამოკიდებული ქვეყანაზე, ვის აირჩევს“,- განაცხადა ნინო ბერძულმა „იმედის“ ეთერში.

ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის 18 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 690,911 გარდაცვლილია.

საქართველოში კორონავირუსის 1177 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 955 გამოჯანმრთელებულია, 17 გარდაცვლილი.