მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვინ მისცა ამ პანდემიის დროს სამარშრუტო ტაქსებს უფლება, რომ გადატენილმა იარონ და ყოველგვარი წესები უგულებელყონ“ - ზაზა წერეთელი

ზაზა წერეთელი
1627970775
COVID-19

„ის რომ საქართველომ გადაწყვიტა დელტა შტამის მეშვეობით (მაინც სწრაფად ვრცელდებაო) ჯოგურ იმუნიტეტს მიაღწიოს ვაქცინაციის გარეშე ეს აშკარაა. ვინც გადარჩება, გადარჩება, არის დევიზი“, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს.

მისი თქმით, სამარშრუტო ტაქსებში არ არის დაცული კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციები, რაც ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას.

„დღევანდელმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამაში. გადავწყვიტე სამარშრუტო ტაქსით მესარგებლა და მენახა, როგორ იცავენ კოვიდ წესებს იქ. და აი, ჩავჯექი ამ სამარშრუტო ტაქსიში და ჰოი საოცრებავ, ის გაივსო და მძღოლი მაინც აჩერებს და უშვებს ხალხს.

ჩემს შეკითხვაზე, იცის თუ არა მან რომ ქვეყანაში პანდემიაა, რომ დისტანცია უნდა დაიცვას და ერთმანეთთან ჩახუტებას უნდა მოვერიდოთ, მან მიპასუხა, რომ მას აქვს უფლება 6 ადამიანი დააყენოს ფეხზე უკვე გადავსებულ სამარშრუტო ტაქსიში.

საინტერესო იყო ის, რომ ზოგიერთი მგზავრიც დადგა მის დასაცავად, ხალხს წასვლა სურსო. მოკლედ, მე არ ვიცი ვინ მისცა ამ პანდემიის დროს სამარშრუტო ტაქსებს უფლება, რომ გადატენილმა იაროს და ყოველგვარი წესები უგულებელყოს, მაგრამ ამას რომ არავინ აკონტროლებს და არც არავის ანაღვლებს, აშკარაა. ასე რომ გაუმარჯოს დელტა შტამს საქართველოში.... P.S ოლიმპიელების დახვედრაზე აეროპორტში უკვე არაფერს ვიტყვი“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

იხილეთ აგრეთვე:

📣რა შემთხვევაში შეჩერდება დელტა შტამი - ზაზა წერეთელი პირობას ასახელებს

📣დელტა შტამი - პასუხები თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან 10 კითხვაზე

📣დელტა შტამი ჩინეთში რუსეთიდან შევიდა და საგანგაშო სისწრაფით ვრცელდება - BBC