მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვიცი რა შეიძლება იყოს ვაქცინაციის რეკლამა, ივანიშვილი უნდა აიცრას საჯაროდ“ - დავით ზურაბიშვილი

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი
1619171823
COVID-19

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, კოვიდვაქცინაციის შესახებ ეჭვების გასაქრობად, საჭიროა ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ აიცრას.

„მე ვიცი რა შეიძლება იყოს ვაქცინაციის ყველაზე ქმედითი რეკლამა საქართველოში: ბიძინა ივანიშვილი უნდა აიცრას საჯაროდ.

ამის შემყურე გინდ ქოცი, გინდ „ნაცი“ და გინდ არცერთი, ხომ ყველა გაიფიქრებს, ვაქცინა რომ სახიფათო იყოს ჯანმრთელობისთვის, ბიძინა მაგას როგორ გაიკეთებდაო? ჰოდა ეგაა რა“, - წერს დავით ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრს პროცესი 15 მარტს დაიწყო.

23 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 34 897 ადამიანია აცრილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ჯანმომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების განხილვის თარიღი დაასახელა

👉 „დარწმუნებული ვართ, რომ რადიკალური შეზღუდვები არ იქნება“ - ტიკარაძე

👉 პაატა იმნაძე: ას ინფიცირებულზე მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპება