მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ კახაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

ლადო კახაძე აიცრა
1616571126
COVID-19

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ვლადიმერ კახაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, „ასტრაზენეკათი“  აიცრა. მან განაცხადა, რომ აცრის შემდეგ რაიმე სახის რეაქცია არ ჰქონია.

„წინ გველოდება ნახტომისებური განვითარება, ამიტომ ჯანმრთელები და აბჯარასხმულები უნდა შევხვდეთ, ვაქცინა არის აბჯარი," - განაცხადა ლადო კახაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით 23 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამურად 4414 ადამიანი აიცრა.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტის ჩათვლით ქვეყანაში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 278628-ს შეადგენს.

საქართველომ კოვიდ 19-ზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა 15 მარტიდან დაიწყო.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ეკატერინე ტიკარაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა