მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

WHO: კაცობრიობა COVID 19-თან ომში არ მარცხდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლოგო
1611873060
COVID-19

კაცობრიობა კორონავირუსთან ომში არ მარცხდება, ჩვენ საბოლოოდ  დავამარცხებთ ვირუსს , - ამის შესახებ WHO- ს ტექნიკურმა ხელმძღვანელმა  მარია ვან კერხოვემ განაცხადა.

„ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ ვირუსთან ომს ვაგებთ? არა. ჩვენ ვიბრძვით სიცოცხლისთვის. ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის დამარცხება“, - აღნიშნა მარია ვან კერხოვემ.

მისი თქმით, ახალი ვარიანტების სწრაფად გავრცელება მთელ მსოფლიოში დამარცხებას არ ნიშნავს. ჩვენ მას აუცილებლად დავამარცხებთ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.