მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Who: მწეველებს კორონავირუსი უფრო ხშირად ურთულდებათ

კორონავირუსს მოწევა ართულებს
1597388393
COVID-19

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მწეველებს კორონავირუსი უფრო ხშირად ურთულდებათ, ვიდრე არამწეველებს.

როგორც Who-ს Facebook გვერდზე ვკითხულობთ, თამბაქოს ინდუსტრიის სამიზნე ჯგუფი კვლავ ახალგაზრდობაა.

ცნობისთვის, კორონავირუსმა მსოფლიოში 21 074 199 ადამიანი დააინფიცირა, მათგან 13 925 624 გამოჯანმრთელდა და 757 495 გარდაიცვალა.

Who აღნიშნავს, რომ covid - 19 მხოლოდ ასაკოვან ადამიანებში არ მიმდინარეობს რთულად და წესები ახალგაზრდებმაც უნდა დაიცვან.

რაც შეეხება საქართველოს, 14 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1 306 დადასტურებული შემთხვევაა. მხოლოდ დღეს, ვირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. stopcov.ge-ს მონაცემებით, ვირუსი კიდევ 17-მა ადამიანმა დაამარცხა. სულ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1085-მდე გაიზარდა.