მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზახაშვილი: "პლაქვენილის" გამოყენებასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს

ზახაშვილი ჯანდაცვა
1591266256
COVID-19

კოვიდ-19-ის სამკურნალოდ პრეპარატი "პლაქვენილი", შესაძლოა, ქართულ პროტოკოლში კვლავ დაბრუნდეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

"ჩემი ინფორმაციით ამის შესახებ მსჯელობს კლინიკური ჯგუფი. ვფიქრობ, გადაწყვეტილება "პლაქვენილის" სასარგებლოდ იქნება მიღებული", - განაცხადა "რუსთავი 2"- ის ეთერში ზახაშვილმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტულებით "პლაქვენილი" სოლიდარობის კვლევაში დააბრუნეს.