მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაზა წერეთელი: ახალი წელი მოდის, შეზღუდვების გამკაცრება აუცილებელია 

ზაზა წერეთელი
1606283185
COVID-19

„აუცილებელია იმ შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც ამ დროისთვის მოქმედებს საქართველოში“,- ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა განაცხადა. 

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რაც გულისხმობს ადამიანებს შორის კონტაქტის და მასობრივი თავშეყრების შემცირებას.

„ვიტყვი იმას, რომ ეს არა მარტო საქართველოში ხდება, ხდება მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. მოდის შობა-ახალი წელი. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანების მობილობა ძალიან იზრდება და ყველა ქვეყანა მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ყველამ მაქსიმალურად თავი შეიკავოს ამ დღესასწაულების ფართო აღნიშვნისგან. უნდა გადაიდგას ნაბიჯები, იმისათვის, რომ ვირუსის გავრცელების ნაკლები შესაძლებლობა იყოს. ეს ნიშნავს, რომ არ მოხდეს ადამიანების თავშეყრა დახურულ სივრცეში, ადამიანებს ეკეთოთ პირბადე. ვფიქრობ, რომ ის ნაბიჯები, რომელზეც არის საუბარი, რაც გულისხმობს ადამიანებს შორის კონტაქტის შემცირებას, მასობრივი თავშეყრების შემცირებას, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

💢 კულუმბეგოვი ეპიდვითარებაზე: დეკემბერ-იანვარი გადამწყვეტი იქნება

💢 ზურაბ გურული: მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამას ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს

💢 მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 60 მილიონს გადააჭარბა