მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაზა წერეთელი: „დელტა შტამს“ შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი
1626866897
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა სატელევიზიო ეთერში, დელტა შტამსა და ვაქცინაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, „დელტა შტამი“ ძალიან ჰგავს გრიპს.

„სამწუხაროდ ჩინურ ვაქცინებზე დიდი კვლევები, თუ როგორ მოქმედებს და მუშაობს შტამებზე, არ ტარდება. „სინოფარმის“ ვაქცინა ყველა შემთხვევაში იცავს ჰოსპიტალიზაციისგან.

რამდენად იცავს „სინოფარმის“ ვაქცინადელტა შტამისგან“, ეს რთული საკითხავია. ვერაგობა ამ ვირუსს აქვს ის, რომ ასიმპტომურში შეიძლება სიმპტომი არ გქონდეთ და ვირუსს ავრცელებდეთ სხვებში, რომელთაც არ აქვთ იმუნიტეტი ან არ არიან აცრილები.

დელტა შტამის“ ავადობა ძალიან ჰგავს გრიპს და უმეტესობას ჰგონია, რომ ეს არის უბრალოდ გაციება. ისრაელმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, 70%-ს აცრილების „დელტა შტამი“ ისე ჰქონდათ გადატანილი, არც კი იცოდნენ.

„დელტა შტამის“ თავისებურება არის არა ის თუ, როგორ მიმდინარეობს დაავადება, არამედ ის, რომ ვერაგია და სწრაფად ვრცელდება. თუ ორიგინალური შტამი 1 ადამიანიდან 4 ასნებოვნებდა, „დელტა შტამით“ ერთი თორმეტს ასნებოვნებს. ისეთი მუტაცია წავიდა, რომ მას შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შეიძლება შევიდეთ უფრო მძიმე სიტუაციაში, ვიდრე ეს იყო შარშან“

👉 „ტოტალური ლოკდაუნის აუცილებლობა დღეს არ არი“

👉 „ფაიზერის“ ვაქცინა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 75 წელს გადაცილებულ ადამიანებში არ ზრდის

👉 „გადავედით წითელ ზონაში, რაც განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა“