მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაზა წერეთელი: ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი
1616145519
COVID-19

„მასიური ვაქცინაცია რისკებთან არის დაკავშირებული ამიტომ სახელმწიფო სერიოზულად უნდა მოეკიდოს, უფრო მეტი სამუშაო უნდა ჩატარდეს“- განაცხადა ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა.

მისი თქმით, ინფორმაცია თუ რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს „ასტრაზენეკას“ არის ძალიან მწირი.

„მასიური ვაქცინაცია რისკებთან არის დაკავშირებული ამიტომ სახელმწიფომ სერიოზულად უნდა მოეკიდოს, უფრო მეტი სამუშაო უნდა ჩატარდეს. დიდი ხნის განმავლობაში იყო საუბარი, თუ როდის შემოვიდოდა ვაქცინა, მაგრამ ძალიან ცოტა კითხვები ისმებოდა იმის შესახებ იყო თუ არა ქვეყანა ამისთვის მზად?

მესმის, რომ ჩატარდა ტრენინგები იყო საუბრები, მაგრამ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა არის ვაქცინა, როგორი გვერდითი მოვლენები აქვს იყო ძალიან მწირი“- განაცხადა ზაზა წერეთელმა.

ის აღნიშნავს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია.

მისი თქმით, გარკვეულმა ქვეყნებმა „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეაჩერეს, იმიტომ რომ მათთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე.

„ქვეყნებმა იმის გამო შეაჩერეს აღნიშნული ვაქცინით აცრები, რომ ისინი იჩენენ სიფრთხილეს და თითოეული ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია მათთვის, ამიტომ როგორც კი ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ამიტომ გააჩერეს ქვეყნებმა, მათ უნდოდათ აეწონ-დაეწონათ იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება.

მიუხედავად იმისა რომ ევროპის წამლების სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის გაგრძელების, ნორვეგიამ და შვედეთმა მაინც თქვეს, რომ ისინი გააგრძელებენ კვლევებს და მომავალი კვირის ბოლოს გადაწყვეტენ თუ რას იზამენ.

ვაქცინაცია არ შეჩერდება უბრალოდ მოხდება იმ სიტუაციების გადახედვა, რამაც გამოიწვია გვერდითი ჩვენებები. შესაძლებელია რისკ ჯგუფებს დაემატოს ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ისტორია თრომბოზისა ან ამ ადამიანთა ოჯახში არის მსგავსი თრომბოზის შემთხვევები, შესაძლებელია დაემატოს ის ადამიანები, რომლებმაც ბოლო 3 თუ 4 კვირის განმავლობაში გადაიტანეს მძიმე ოპერაცია და წოლითი რეჟიმი ჰქონდათ, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს თრომბის განვითარებას.

ანუ ისინი რისკ ჯგუფებს გაზრდიან და განაცხადებენ იმის გამო, რომ „ასტრაზენეკამ “ არ გამოიწვიოს აღნიშნული შემთხვევა გირჩევთ სხვა ვაქცინას.

მაგალითად იაპონიაშიც დაფიქსირდა უკუჩვენებები, თუმცა მათ არ შეუჩერებიათ „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია. ეს არის ანაფილაქსიური შოკი და ჩვენ თუ ამ შოკის მართვა არ ვიცით, მაშინ ყველაფრის უნდა გვეშინოდეს“- განაცხადა ზაზა წერეთელმა.

ინფორმაციისთვის, ახალციხეში, ვაქცინის გაკეთების შემდეგ 27 წლის ექთანი გარდაიცვალა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის პროცესი გაგრძელდება.

იხილეთ აგრეთვე:

✔️19 მარტის მონაცემებით, ჯანდაცვის სექტორის 3642 მუშაკი აიცრა

✔️ევროპის ქვეყნებმა ასტრაზენეკათი მოქალაქეების აცრა განაახლეს

✔️კომაში მყოფი 27 წლის ექთანი გარდაიცვალა