მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ზღვაში თუ ბანაობთ, პირბადეს ალბათ, არავინ მოგთხოვთ“ - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2020
1622533975
COVID-19

„თუ ზღვაში ბანაობთ, პირბადეს ალბათ არავინ მოგთხოვთ, მაგრამ ბულვარზე თუ დადიხართ ბათუმში ან ქობულეთში, სადაც ბევრი ხალხია თქვენს გვერდზე, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა ატაროთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, სანაპიროებსა და ბულვარში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციებს დაამუშავებს, გარე სივრცეებში პირბადის გონივრული ტარების შესახებ.

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ ადამიანების თავშეყრის ადგილებში სასურველია და კვლავ ძალაში რჩება პირბადის ტარების მოთხოვნა.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციებს დაამუშავებს გარე სივრცეებში პირბადის გონივრული ტარების შესახებ, ანუ იქ სადაც მათი გაკონტროლება მაქსიმალურად შესაძლებელი იქნება. გასაგებია, სოფელში, ტყეში თუ მარტო ხართ, პირბადის გაკეთებას არავინ მოგთხოვთ, მაგრამ თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც ადამიანების მასობრივი შეკრებაა, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა ატაროთ.

თუ ზღვაში ბანაობთ, პირბადეს ალბათ, არავინ მოგთხოვთ, მაგრამ ბულვარზე თუ დადიხართ ბათუმში ან ქობულეთში, სადაც ბევრი ხალხია თქვენს გვერდზე, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა ატაროთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის დღეს, 1-ელ ივნისს საქართველოში კორონავირუსის სამხრეთ-აფრიკული შტამი დაფიქსირდა

✔️ კოვიდპასპორტები საქართველოში სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს იქნება - გაბუნია

✔️ 676 თბილისი, 126 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

✔️ 1233 ინფიცირება, 1002 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში