მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზოიძე: ჩვენს ქვეყანას ცეცხლი უკიდია, 1 თვეში ხანძარი უნდა ჩავაქროთ 

ჯანდაცვის ექსპერტი
1606588286
COVID-19

„ეპიდემიოლოგიური კუთხით ჩვენს ქვეყანას ცეცხლი უკიდია. 1 თვის განმავლობაში ხანძრის ჩაქრობა უნდა შევძლოთ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ახალი შეზღუდვების დაწესებიდან 2 კვირაში ქვეყანას, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, შედეგი ექნება.

„ძალიან ძნელია იმ ადამიანებს, ვის ყოველდღიურ შემოსავალსაც ეს ეხება, აუხსნა, რომ დაწესებული შეზღუდვები ოქროს შუალედია. სრული ლოქდაუნის შემთხვევაში, ეს არა ათიათასობით, არამედ ასიათასობით ადამიანის შემოსავალს შეეხებოდა, მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივებს. ამ ეტაპზე ეს ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო.

1 თვის წინ, თუნდაც 2 კვირის წინ იყო რეგულაციები, რომელსაც რეალურად ვერ ვიცავდით. ვერიდებოდით ისეთი რეგულაციების დაწესებას, რომელიც ბევრი ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევდა. გარკვეულ კომპრომისულ ვარიანტს მივაღწიეთ, ამას შედეგი უნდა ჰქონდეს. ხანძარი უნდა ჩავაქროთ. თუმცა, ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ 1 ან 2 თვეში ჩვენ შევძლებთ და ზაფხულის დროინდელ მდგომარეობას დავუბრუნდებით“,- განაცხადა „იმედის“ ეთერში აკაკი ზოიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

🔰 შეზღუდვები, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდა

🔰 4 472 -ინფიცირება, 4 058 -გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

🔰 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 პაციენტი გარდაიცვალა