მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზოიძე ეპიდვითარებაზე: ისეთი გამოწვევაა, რომელსაც ყველას პასუხისმგებლობის გაზიარება სჭირდება

ჯანდაცვის ექსპერტი
1605800119
COVID-19

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხში აკაკი ზოიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და კოვიდინფიცირების ზრდის მაღალ დინამიკაზე საუბრობს. 

ზოიძის თქმით, შესაძლოა კოვიდინფიცირების პიკი ნოემბრის ბოლოს იყოს.

„7 თვე მოვიგეთ იმით, რომ დასკვნები გამოგვეტანა. ევროპის ქვეყნებმა საუბარი დაიწყეს იმაზე, რომ პირველი ტალღის დროს შეცდნენ, როდესაც ეპიდმოკვლევა შეწყვიტეს. დიგიტალური მეთოდებიც უნდა ჩაერთოს. კოვიდ 19-ის აპლიკაცია ბევრს არ აქვს ჩამოტვირთული. გარდა ამისა, კერძო სტრუქტურებიც უნდა ჩაერთონ.

უახლოეს დღეებში უნდა ჩამოყალიბდეს პოლიტიკურად, ეკონომიკურად დაბალანსებული გეგმა, რომელიც ეპიდემიოლოგიური ეფექტის მომცემი იქნება. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ყველა მხარესთან კონსულტაციით, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ეროვნული კონსენსუსის დონეზე იყოს ეს გეგმა. ადამიანებს ავუხსნათ და პასუხისმგებლობა ყველამ გაინაწილოს, მათ შორის პოლიტიკურმა ძალებმა.

ეს ისეთი გამოწვევაა, რომელსაც სჭირდება ყველას პასუხისმგებლობის გაზიარება. ადამიანებს თუ არ ავუხსენით, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა თუ შევაძლებინებთ ყველა იმ მხარეს, რომელმაც მერე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, ჩემი აზრით ეს მოგვცემს გარდატეხის საშუალებას. თვის ბოლოს იქნება მაშინ პიკი და რეალურად წავა მერე დაღმასვლაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალ წელს მოგვიწევს პიკით შეხვედრა და ეს პიკი უმძიმესი იქნება“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში აკაკი ზოიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 93 092-ს შეადგენს.