COVID-19

ზოიძე: პიკი ნოემბრის ბოლოს იქნება, დღეში 4 000 ინფიცირებულით

ჯანდაცვის ექსპერტი
1603140846
დაკოპირებულია

ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ საქართველოში კორონავირუსის პიკი ნოემბრის ბოლოს იქნება.

მისი თქმით, თუ მოქალაქეები რეგულაციებს არ დაიცავენ, იმ რაოდენობის ახალი შემთხვევები დაფიქსირდება, რომელიც ჯანდაცვის სისტემას „წალეკავს“.

„ძალიან გასაფრთხილებელ სიტუაციაში ვართ, მაგრამ საპანიკო მხოლოდ მაშინ იქნება, თუ როგორც საზოგადოებამ ვერ გავითავისეთ, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ხვალ რა იქნება: ვატარებთ პირბადეს, მინიმუმ დახურულ სივრცეში; დავიცავთ 2, ან მინიმუმ 1 მ ფიზიკურ დისტანციას ურთიერთობისას, ხშირად დავიბანთ ხელებს, მოვერიდებით დროებით დიდ წვეულებებს, - ინფიცირებულთა პიკი იქნება ნოემბრის ბოლოსკენ დღეში არაუმეტეს 4000 ინფიცირებულისა (ამის ზემოთ უბრალოდ ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს, თორემ რეალობაში ორჯერ ნაკლებიც იქნება პიკზე თუ სწრაფად ვმობილიზდით) და მერე დაიწყებს კლებას ისე, რომ ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს და არ დაგვჭირდება ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებების შემოღება, რომელიც ეკონომიკას დააქცევს.

არ გავაკეთებთ ამას ყველაფერს, ვიტყვით რომ ან კორონა არ არსებობს, ან ჩვეულებრივ გრიპზე საშიში არ არის, აუცილებლად გვექნება ისეთი მატება ინფიცირებულების, რომელიც ჯანდაცვის სისტემას წალეკავს, მიუხედავად მისი მომზადების დონისა და გვექნება სიკვდილობის მკვეთრი მატება. ამ ვარიანტში, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება, როდესაც დეკემბრის მეორე ნახევარში მოსალოდნელი სეზონური გრიპის პიკი, კოვიდის პიკს დაემთხვევა, მერე ქვეყნის სრული ჩაკეტვაც გვიან იქნება.

მე დიდი იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის (ყველასი სამწუხაროდ არა) კეთილგონიერებისა და სოლიდარობისა, ანუ ძველ ქართულად თანალმობისა...“,- წერს სოციალურ ქსელში აკაკი ზოიძე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 8338 გამოჯანმრთელებულია, 143 გარდაცვლილი.

დაავადებათა კონტროლის
ცენტრის ხელმძღვანელი
ლუგარის ლაბორატორიის
დაარსებაზე საუბრობს

ამირან გამყრელიძე: ბოდიშს ვუხდი მოსახლეო...

მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე. ის ვირუსის დამარცხების მთავარ იარაღად ვაქცინაციას ასახელებს.

1611426345

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურებიან, რომლის თანახმად პოლიციის თანამშრომლები პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი მანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან.

1611428769

რუსეთში საპროტესტო აქციებზე 2 500-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. პოლიციის მხრიდან აქტივისტების მიმართ გამოყენებული ძალის მიუხედავად, დემონსტრაციები რუსეთის ათობით ქალაქში მაინც შედგა.

1611428672

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა სახელმწიფო მხარდაჭერით შეიქმნა.

ფერმის ასაშენებლად ჯამურად, 2 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი თანხა კი ფერმერის ინვესტიცია.

1611422793

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალური ქსელში ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. კერძოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მათ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტებმა „მოღალატე“ ეძახეს და ბოლოს ერთ-ერთმა აქტივისტმა მას თავზე ნაგავი გადააყარა.

1611420562
ევროპარლამენტის დროშა და
შენობა

ევროპარლამენტი ახალ რეზოლუციებში საქართველოს...

2021 წლის 20 იანვარს ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციები მიიღო. რეზოლუციებში ევროპარლამენტი ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი europarl.europa.eu აქვეყნებს.

პროკურატურამ თელავში მომხდარი განზრახ მკ...

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის ჯ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

1611412171
როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატ...

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 98 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

ჯონსონი არ გამორიცხავს, რომ კორნავირუსის...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის ბრიტანული შტამი სხვებთან შედარებით უფრო საშიშია. ამასთანავე ის აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული ვაქცინა ამ შტამის მიმართ ეფექტურია. ამის შესახებ washingtonpost.com იუწყება.