მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი შეიყვანეს

ბოქსირებული განყოფილება
1585664512
COVID-19

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი შეიყვანეს.

საავადმყოფოს ინფორმაციით, მცირეწლოვნებს ცხელება აღენიშნებათ.

ამ ეტაპზე მათი გამოკვლევები მიმდინარეობს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, გადაიგზავნება თუ არა ოჯახის წევრების ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში.

 Covid 19-ის დიაგნოზით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული გალიდან გადმოყვანილი ქალი მკურნალობს, ასევე, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება კორონავირუსის მატარებელი 67 წლის ზუგდიდელი მამაკაცი.