მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდის ინფექციურ საავამდყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ოთხი ადამიანი შეიყვანეს

ბოქსირებული განყოფილება
1585237462
COVID-19

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოჯახის წევრები კოროავირუსის ნიშნებით შეიყვანეს, მათგან ერთი მცირეწლოვანია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ოთხივე მათგანი საქართველოში თურქეთიდან 18 მარტს შემოვიდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მათ ცხელება და ხველა აღენიშნებათ. ოთხივე პაციენტის კორონავირუსზე ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნება.

კორონავირურის დიაგნოზით ზუგდიდში 67 წლის მამაკაცი მკურნაობს და მისი მდგმარეობა სტაბილურია.

საქართველოში კორონავირუსის 79 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 10 გამოჯანმრთელდა.