მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

სადეზინფექციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერიაში
1600875473
COVID-19

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა, ხოლო საჯარო მოხელეებს COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში დღეს კორონავირუსის 14 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 3 მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ აღნიშნა, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა. ამ დროისთვის მერიის 200-მდე თანამშრომელია გამოკვლეული. მისი თქმით, პრევენციის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიება გატარდება.

„აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მრავალბინიან კორპუსებს, საბავშვო მოედნებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს სისტემატურად უტარდება დეზინფექცია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.