მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში ადგილობრივი ტრანსპორტის მოძრაობა უქმდება

ზუგდიდიშიკორონავირუსის გამო ტრანპორტის გადადგილება უქმდება
1585469734
COVID-19

ზუგდიდის მერიამ, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, როცა ქვეყანაში ვირუსი მზარდი ტენდენციით ხასიათდება და კორონავირუსის შიდა გავრცელება ფიქსირდება პრევენციული ღონისძიებები უფრო გაამკაცრა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით, 29 მარტიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა უქმდება. მიღებული გადაწყვეტილება მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას და დარჩნენ სახლში, ვინაიდან სოციალური დისტანცირება ვირუსთან ბრძოლაში უმთავრესი იარაღია. ჩვენს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაკავშირება" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ცხელი ხაზი: 591447546; 591445320

ცნობისთვის ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 90 პაციენტია, ხოლო 18 გამოჯანმრთელებული პაციენტი.