მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში კორონავირუსი 14 მოსწავლეს დაუდასტურდა

ზუგდიდის ცენტრი
1601278974
COVID-19

ზუგდიდში სხვადასხვა საჯარო სკოლის 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა.

ამავე მიზეზით, ზუგდიდის სამი სოფლის სკოლაში სწავლება ონლაინ რეჟიმში გადადის. ამავე ცნობით, ინფიცირების წყარო რეპეტიტორია, რომელიც ადრე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

მათ გარდა, დადასტურებული შემთხვევებიდან 1 ოკუპირებული საბერიოდან, 1 მარტვილიდან, 3 კი ფოთის მცხოვრებია, რომლებსაც ბათუმთან ხშირი შეხება აქვთ. ინფიცირებულია ერთი ზუგდიდელი, რომელიც ასევე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

„რადგან არასრულწლოვანი მოსწავლეები არიან სამ სკოლაში, სადაც მათ შემხებლობა აქვთ, გადავა დისტანციურზე, ეს სკოლებია რუხის, ინგირის პირველი და დიდინეძი. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა”,- აღნიშნა მალხაზ თორიამ.

ჯამში რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 92-ს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 69 კოვიდინფიცირებული გადის, რომელთაგან 4-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში სულ 173 ადამიანი იმყოფება.