მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში კორონავირუსი მესანთლესა და ოქროს ბირჟაზე მომუშავეს დაუდგინდა

ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარი
1600766078
COVID-19

ზუგდიდში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთი მათგანი 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც ოქროს ბირჟაზე მუშაობს, მეორე კი 72 წლის ქალი.

ინფიცირებული ქალი ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში მესანთლედ მუშაობს. სავარაუდოდ, ბოლოს ის თბილისში იყო, რის შემდეგაც ეკლესიაში აღარ მისულა.

ამ დროისთვის 50 წლამდე მამაკაცის 45 კონტაქტია გამოვლენილი და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. რაც შეეხება მეორე დადასტურებულს, მას 25 კონტაქტი ყავს, ამ შემთხვევაშიც მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.

ოქროს ბირჟა დროებით დაიკეტა და ყველა თანამშრომლის ტესტირება მიმდინარეობს, ტერიტორიაზე ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 218 შემთხვევა დაფიქსირდა.