მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდის მერიის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მერიის შენობა
1600846939
COVID-19

ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირების 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 3 მერიის თანამშრომელია. ახალი შემთხვევებიდან 14 გუშინ დადასტურებული პაციენტების კონტაქტებია.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, მერიის შენობაში ჩატარდება დეზინფექცია და თანამშრომლებს კორონავირუსზე კვლევა გაუკეთდებათ.

ინფიცირებულთა შორის არის აგრეთვე ოკუპირებული აფზახეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილი 1 პირი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განსაკუთრებული შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, თუმცა გამკაცრდება კონტროლი რეგულაციების შესრულებაზე.