მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
1601019086
COVID-19

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აღებული 942 ნიმუშიდან 19 პირს კოვიდინფექცია დაუდასტურდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან 3 არის უცხო ქვეყნიდან შემოსული მოქალაქე, რომელიც საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა, დანარჩენი ზუგდიდის შემთხვევებია. მათ შორის, არის მერიის სამი თანამშრომელი.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიმდინარეობს ყველა ახალ ინფიცირებულთან კონტაქტების კვლევა. სულ რეგიონის მასშტაბით კოვიდინფიცირებულია 65 მოქალაქე.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში იმყოფება 116 მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება - 59 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 25 სექტემბერს კოვიდინფიცირების 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ყველაზე მეტი აჭარაში დასტურდება.