მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ზუგდიდის სასწრაფო დახმარებას ახალი შენობა და თანამედროვე ავტომობილები გადაეცა
1603017827
COVID-19

გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსზე 279 ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 65-ის პასუხი დადებითია.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი შემთხევვებიდან 48 ზუგდიდში დაფიქსირდა, მათგან 44 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო 4 ახალი შემთხვევაა და ისინი რუხის და „ევექსის“ კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.

ზუგდიდის შემთხვევებიდან 33 ბაზარში გამოვლენილ ინფიცირებულს უკავშირდება. ინფიცირებული თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს:

  • 4 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში და სამივე უკვე დადასტურებულის კონტაქტია.
  • 3 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, მათგან 2 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო 1-ზე მიმდინარეობს მოკვლევა და ინფიციების წყაროს მოძიება.
  • 1 შემთხვევაა ჩხოროწყუში, რომელიც უკვე დადასტურებულის კონტაქტია.
  • 2 შემთხვევა სენაკშია, ორივე უკვე დადასტურებული ინფიცირებულის კონტაქტებია.
  • 2 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, მათგან ერთი ტექსტილის ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტია, ხოლო მეორე ახალი შემთხვევაა და მიმდინარეობს კვლევა.
  • 2 შემთხვევა დადასტურდა მესტიაში, ორივეძველი შემთხვევის კონტაქტებია.
  • 1 შემთხვევა უკავშირდება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ პირს. ის უკვე ინფიცირებულის კონტაქია და ცხელებით იმყოფებოდა რუხის კლინიკაში.
  • 1 შემთხვევა თბილისის მცხოვრებს უკავშირდება, რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა.
  • 1 შემთხვევა აბაშაში გამოვლინდა. მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს დადგენა.

ამჟამად რუხის კლინიკაში 109 კოვიდპაციენტი მკურნალობს. აქედან 25-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი რჩება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 15 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 5 პაციენტი, მათგან 1 -ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებელია, 1-ქობულეთიდანაა, 1- ფოთის მაცხოვრებელია, 1- სენაკელია და 1- მარტვილელია.

რუხის კლინიკიდან გაეწერა 10 პაციენტი, მათგან ყველა ზუგდიდელია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 184 ადამიანი იმყოფება.