მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კლინიკის ბოქსირებული განყოფილება
1600933154
COVID-19

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 631 PCR ტესტი ჩატარდა, აქედან კორონავირუსი 5-ს დაუდასტურდა. აქედან 4 ზუგდიდის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, 1 კი, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში მცხოვრები პირია.

ამ დროისთვის ზუგდიდში დამატებით 200-ზე მეტი ანალიზის კვლევა მიმდინარეობს.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში მცხოვრები სულ 46 კოვიდინფიცირებული მოქალაქე მკურნალობს. რუხის საავადმყოფოში კი, 58 კოვიდინფიცირებული რჩება.

ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა. ქვეყანაში, ბოლო 24 საათში კოვიფინფიცირებულთა რიცხვი 259-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4399 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1705 გამოჯანმრთელებულია, 25 გარდაცვლილი.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5584 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836, კოვიდსასტუმროებში მყოფი პირების რაოდენობა კი, 563-ია.