„მარტო ჩვენ არ ვართ ამ დღეში. ყველაზე არასახარბიელო დღეში ე.წ. საშუალოშემოსავლიანი ქვეყნები აღმოჩნდნენ, რომლებიც ვერ სარგებლობენ ძალიან ღარიბი ქვეყნებისთვის არსებული შეღავათებით და ასევე არ აქვთ უსაზღვრო რესურსები, რომ ნებისმიერ ფასად ვაქცინა შემოიტანონ“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.