მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

$1.5 მლრდ-იან დახმარებას კერძო სექტორიც მიიღებს

1.5 მილიარდი

სახელმწიფოსთვის გამოყოფილი $1.5 მლრდ-ის გარდა დამატებით იმავე მოცულობის თანხას კერძო სექტორიც მიიღებს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერის განმარტებით დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკება საქართველოს კერძო სექტორის დახმარების მიზნითაც მიმდინარეობდა, რის შედეგადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, საქართველოს კერძო სექტორს, ძირითადად საბანკ-საფინასო მიმართულებით ასევე $1.5 მლრდ-იან დახმარებას გამოუყოფს. თანხები უკვე მობილიზებულია და კერძო სექტორი მას იმ შემთხვევაში მიიღებს თუ ამის საჭიროება დაუდგება.