მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 ლარი ფიქსირებული გადასახადის გადამხედელებისთვის

1 ლარი

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები მთავრობის გადაწყვეტილებით, მარტი-მაისის პერიოდში გადასახადის სახით თითოეულ ობიექტზე თვეში მხოლოდ ერთ ლარს გადაიხდიან.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის მიუხედავად, გადამხდელთა ნაწილმა საგადასახადო ორგანოს არ მიმართა შესაბამისი განცხადებით. ამის გამო, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელებს უწევდათ 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეების საანგარიშო პერიოდებზეც შესაბამისი გადასახადის გადახდა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პერიოდებში მათ ეკონომიკური საქმიანობა ფაქტობრივად შეჩერებული ჰქონდათ.

იმისთვის, რომ აღნიშნულ გადამხდელებს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ შეექმნათ დამატებითი პრობლემები გადახდასთან დაკავშირებით, ცვლილებები შევიდა „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული #6 დანართში და ფიქსირებული გადასახადის განაკვეთად თითოეული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განისაზღვრა, ერთი ლარი 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეების საანგარიშო პერიოდებში.