მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 მლნ თანადაფინანსება - მთავრობის ახალი პროგრამა  

კორონავირუსი, ჩინეთი, ეკონომიკა

მთავრობას, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდის და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ახალი პროგრამა აქვს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

კერძოდ, მისი თქმით, კომპანიებს, რომლებიც შექმნილია უცხოური კაპიტალით და მოისურვებენ საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას, ან არსებული წარმოების გადმოტანას, აიღებენ ვალდებულებას, რომ სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებენ საქართველოს ეკონომიკაში და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ, აწარმოე საქართველოში პროგრამის ფარგლებში 1 მილიონი ლარის ოდენობით თანადაფინანსება ექნებათ.

„მიზნობრიობა იქნება პირველ რიგში ადგილობრივი დასაქმებული კადრების მომზადება და გადამზადება, რადგან კვალიფიციური კადრების ნაკლებობა ერთ-ერთი პრობლემაა, რასაც ჩვენთან უცხოელი ინვესტორები ასახელებენ. ასევე სხვადასხვა მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაო, რომელიც მათ შეიძლება დასჭირდეთ წარმოების გადმოტანის, ან ახალი წარმოების შექმნის დროს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

რომელ დარგებზე გავრცელდება ახალი პროგრამა?

ეკონომიკის მინისტრის თქმით, შერჩეულია ისეთი დარგები, რომლებიც განეკუთვნება გადამამუშავებელ ინდუსტრიას, სადაც შესაძლოა, ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, აგრეთვე მიმზიდველი იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის. კერძოდ, ეს არის:

🛑 ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება

🛑 სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების წარმოება

🛑 მანქანათმშენებლობა, მანქანა დანადგარების და მათი ნაწილების წარმოება

🛑 ლოჯისტიკა და სასაწყობე მეურნეობა

🛑 საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება, ასევე რამდენიმე სხვა დარგი.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

⭕საქსტატი: უმსხვილესი ქვეყნების წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.0% შეადგინა

საქსტატი: უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში, 3 728.9 მლნ. დოლარი შეადგინა

გახარია: დაახლოებით 150 000 კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ავტომატურად დაიბრუნოს დღგ