მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

10 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს - აჭარის მთავრობა პრივატიზების მიზნით აუქციონებს აცხადებს

 ბათუმი

საინვესტიციო პროცესების გაძლიერების მიზნით, აჭარის მთავრობა აქტიურ საპრივატიზაციო პოლიტიკას ახორციელებს. ბიზნესისთვის 10 ახალი საინვესტიციო შეთავაზება უკვე მზად არის.

პროექტების მინიმალური საინვესტიციო ღირებულბა 22.6 მლნ ლარია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო წინადადებების მაქსიმალურად მოკლე ვადებში განხილვის საპრივატიზაციო ნუსხის განახლებისა და ბიზნესისთვის შეთავაზების დავალება მიეცა.

,,არცერთი საინვესტიციო წინადადება არ უნდა შემოიდოს თაროზე. სამინისტრომ უნდა განაგრძოს მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული და კერძო საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა“-განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.