მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

100 აშშ დოლარი 5 დღეში 22 ლარით გაიაფდა

100 დოლარი

5 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9562 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9841 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.79 თეთრი შეადგინა.                      

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.3476 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3422 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.54 თეთრი შეადგინა.  

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4365 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.7328 ლარი ეღირება.                                              

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 6 ივნისიდან შევა ძალაში.