ეკონომიკა

11 უმდიდრესი ადამიანის ქონებამ $1 ტრლნ-ს გადააჭარბა

11 უმდიდრესი ადამიანი
16:49 შაბ. 4 ივლისი
დაკოპირებულია

მსოფლიო მასშტაბით 4 ივლისის მდგომარეობით სულ 2230 მილიარდელია, რომელთა ჯამური ქონებაც 9 ტრლნ-ს აღემატება, საიდანაც $1 ტრლნ-ს სიის სათავეში მყოფი პირველი 11 ადამიანი ფლობს. შესაძლებლობებს შორის სხვაობა უმდიდრეს ადამიანებშიც კოლოსალურია და მათ 99%-ს ფართო საზოგადოება არ იცნობს. სია შეიხებსა და დიქტატორებს არ მოიცავს.

პლანეტის უმდიდრეს ადამიანად Amazon-ის დამფუძნებელი და მისი ყველაზე დიდი მეწილე 56 წლის ჯეფ ბეზოსი რჩება, რომლის ქონებაც $166 მლრდ-ს შეადგენს. წლის დასაწყისიდან დღემდე Amazon-ის ღირებულება 56%-ით $920 მლრდ-დან $1.44 ტრლნ-მდე გაიზარდა. როდესაც ჯანმომ 11 მარტს კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, უდიდესი ონლაინ საცალო გაყიდვების კომპანიის აქციები ფასი მხოლოდ 5 დღით შემცირდა და 16 მარტიდან ისევ ზრდა დაიწყო.

Amazon 1996 წელს ჯეფ ბეზოსმა დააარსა და თავდაპირველად მხოლოდ წიგნებს ყიდდა. კომპანიამ რომელსაც გაკოტრებას უწინასწარმეტყველებდნენ, 2019 წელს $280 მლრდ-იან გაყიდვებზე გავიდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 20%-ით, 2010 წლის მაჩვენებელს კი 723%-ით აღემატება. კომპანიის წმინდა მოგებამ 2019 წელს $11.6 მლრდ შეადგინა, აქტივების ღირებულებამ $225 მლრდ, დასაქმებულთა რაოდენობამ 800 ათასი.

2019 წელს, როდესაც ჯეფ ბეზოსი მეუღლეს გაშორდა, მას $43 მლრდ დაუტოვა. დღეს მაკინზა ბეზოსის ქონება $55 მლრდ-ს შეადგენს და პლანეტის სიმდიდრით მე-15 ადამიანია, ქალებში მე-2. Amazon-ის გარდა ბეზოსი ასევე ფლობს SpaceX-ის კონკურენტ Blue Origin-საც.

jeph-bezosi_o_h.jpeg

სიაში მეორე ადგილზე ბილ გეითსია, რომელიც 1995-2016 წლებში პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ტიტულს ატარებდა, დღეს კი თავისი $110 მლრდ-იანი ქონებით პირველ ადგილზე მყოფ ჯეფ ბეზოსს $56 მლრდ-ით ჩამორჩება. ორ უმდიდრეს ადამიანს შორის ქონებაში სხვაობა უფრო მეტია ვიდრე საქართველოზე მოსახლობით 25-ჯერ დიდი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთლიანი შიდა პროდუქტი.

Microsoft-ის ღირებულება დღეს $1.56 ტრლნ-ს აჭარბებს, რაც წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელს $464 მლრდ-ით, მარტში დაფიქსირებულ მინიმუმს კი $500 მლრდ-ით აღემატება. ბილ გეითსმა კომპანია 1975 წლის 4 აპრილს პოლ ალენთან ერთად დააარსა.

ბილ გეითსი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქველმოქმედია. აფრიკაში სასმელი წყლის გაუმჯობესებასა და უფასო ვაქცინებზე $45 მლრდ-ზე მეტი აქვს დახარჯული, რამაც რამდენიმე მილიონი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. ის აფინანსებს ასევე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის კვლევებსაც, რამაც კონსპირაციული თეორიებს ავტორებს გასაქანი მისცა და მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილი „დაჩიპვით" დააშინა.

bil-geitsi_o_h.jpeg

კიდევ ერთი ადამიანი, რომლის ქონებაც $100 მლრდ-ს აღემატება ფრანგი ბიზნესმენი ბერნან არნოა. ის $106 მლრდ-ს ფლობს და ევროპის უმდიდრეს ადამიანად მიიჩნევა. მისი ბიზნესსაქმიანობა სამოდელო სახლებსა და პარფიუმერულ კომპანიებს უკავშირდება.

რეიტინგში $85 მლრდ-ით მეოთხე ადგილს 36 წლის მარკ ცუკერბერგი იკავებს. სხვა ტექნოლოგიური კომპანიების მსგავსად, მიმდინარე წელს Facebook-ს კაპიტალიზაციაც გაიზარდა, ოღონდ შედარებით ნაკლებად მხოლოდ $80 მლრდ-ით, $585 მლრდ-დან $665 მლრდ-მდე. პანდემიის გამოცხადების შემდეგ კომპანიის ღირებულება მცირე ხნით $415 მლრდ-მდეც იყო შემცირებული.

ხუთეულს $72 მლრდ-ით Microsoft-ს ყოფილი CEO 2000-2014 წლებში და საკალათბურთო კლუბ Los Angeles Clippers-ის მფლობელი სტივ ბელმერი ასრულებს.

Google-ის დამფუძნებელი ლარი პეიჯი 64 მლრდ-ით მე-9 ადგილს იკავებს.

ჯერჯერობით 22-ე ადგილზეა ჰიპერბგერითი მატარებლისა და მარსის კოლონიზაციაზე მეოცნებე ილონ მასკი, რომლის ქონებაც $46 მლრდ-ს შეადგენს. თუმცა წელს Tesla-ს ღირებულება 200%-ით $224 მლრდ-მდე გაიზარდა და პლანეტის ყველაზე ძვირი ავტომწარმოებელი გახდა, რამაც უკვე მნიშვნელოვნად გაზარდა მასკის ქონება და თუ მომავალში SpaceX-მა 30 მაისის წარმატება გაიმეორა, მასკის სიმდიდრე კიდევ უფრო გაიზრდება.

ilon-maski_o_h.jpeg

ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი

დღის ფოტოები მსოფლიოდან, 23 ნოემბერი 2020

კორონავირუსის ვაქცინა, იძულებით გადაადგი...

[dghis-photoebi-msophliodan_o_h.jpeg] კაჭკაჭები და ყვავები ბეწვიდან ტკიპებით იკვ...
22:11 ორშ. 23 ნოემბერი
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, პაციენტი დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფ...
00:07
„გვყავს 27 წლის ქალი, რომელსაც 35-ე კვირას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, სასიცოცხლო ჩვენებით. ამ ეტაპზე ს...
23:57 ორშ. 23 ნოემბერი
👉 რა ღირს რძის ნაწარმი მსოფლიოში? მსოფლიო ურთულესი გამოწვევის, კორონაპანდემიის წინაშე დგას. ამ ფონზ...
23:44 ორშ. 23 ნოემბერი
ნაღმის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის რუსი...
23:22 ორშ. 23 ნოემბერი
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ჟურნალისტებთან

ერთმანეთთან ქიშპობაში ქვეყანა უფსკრულისკენ წა...

მისი თქმით, ადამიანები ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდნენ, რადგან პანდემიის პირობებში გადარჩნენ. „თუ ერთმ...
21:56 ორშ. 23 ნოემბერი
18:28 ორშ. 23 ნოემბერი
ვახტანგ ძაბირაძე: ოპოზიციისთვის ქუჩაში დ...
ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, პარლამენტი, სამართლებრივი თვალსაზრისით, სრულიად ლეგ...
18:28 ორშ. 23 ნოემბერი
24-25 ნოემბერს, რეგიონული კონფერენცია ,,...
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარო საქმეთა სამინისტრო, როგორც მ...
18:20 ორშ. 23 ნოემბერი
საქართველო კორონავირუსის გავრცელების კუთ...
ბოლო 1 კვირაში 100 ათას მოსახლეზე 95.9 ადამიანი ინფიცირდა. რაც ყველაზე დიდი მაჩვ...