მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება

იმოგზაურე საქართველოში

სოციალურ ქსელებსა და ვებ-გვერდებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შიდა ტურიზმის საპრომოციო ახალი ბანერი გამოჩნდა. იმოგზაურე საქართველოში, შეიგრძენი ის რაც შენია. ტურიზმის ეროვნული ადინისტრაციის ინფორმაციით, 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება. 

ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა მხარეს, კურორტს, ისარგებლონ სასტუმროების და კვების ობიექტების მომსახურებით.

შიდა ტურისტებს ქვეყნის მასშტაბით შესაძლებლობა მიეცემათ ეწვიონ ყველა იმ ტურისტულ ობიექტს, რომელიც აღჭურვილი და გადაწყობილი იქნება უსაფრთხოების ზომების შესაბამისად და დაცული იქნება ჯანდაცვის ახალი სტანდარტებით. 

1 ივლისიდან კი საქართველოს ტურისტულ მრავალფეროვნებას უკვე საერთაშორისო მოგზაურები აღმოაჩენენ.