საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზებით და მხარდაჭერით 2-3 დეკემბერს საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი (GeoIGF 2020) გაიმართება, რომელიც წელს ონლაინ-ფორმატში ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა თემატურ სესიებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები დეტალურად ისაუბრებენ ევროკავშირთან საქართველოს ციფრული ბაზრის ჰარმონიზების პროცესის მიმდინარეობაზე, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამებზე, მათ შორის სათემო ინტერნეტზე, ელექტრონულ კომერციასა და ინფრასტრუქტურის გაზიარების რეგულაციებზე და სხვ.
GeoIGF 2020-ში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
მათივე ცნობით, ფორუმზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა გიგაბიტ საზოგადოებისა და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის და პერსონალური მონაცემების გაცვლის მიმართულებები; ადამიანის უფლებები ციფრულ სამყაროში; ბავშვთა კოდექსი და ინტერნეტი; საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ეკოსისტემა და არსებული გამოწვევები, მომხმარებლის კიბერმზაობა; ზედა დონის დომენური სახელის .GE გამოწვევები და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა COVID-19 - ის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს და მათი დაძლევის გზებს.
ფორუმში ასევე განხორციელდება ჩართვა საქართველოს მაღალმთიანი სოფლიდან არდოტიდან, რომლის დროსაც ადგილობრივი მკვიდრი ლევან არდოტელი ისაუბრებს, როგორ შეცვალა სათემო ინტერნეტიზაციის პროექტმა მისი და მისი სოფლის ცხოვრება.
ინფორმაციისთვის, ღონისძიება საქართველოში 2015 წლიდან ტარდება და უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებამ ინტერნეტმმართველობის განვითარების მიმართულებით. ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან მრავალმხრივ პლატფორმას წლის განმავლობაში, ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხებისა და პროექტების განსახილველად.
ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე შემდეგ მისამართზე: IGF.GE
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯარის მიმართ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„არასასურსათო ვაჭრობა, ქსელური მაღაზიები და მოლები ის სექტორია, რომელსაც ჩვენ ყველაზე პირველებს ვხსნით“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და პროფილური ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
„სამწუხაროდ 21-ე საუკუნის საქართველოს ოპოზიციაში გრძელდება ადამიანთა ექსპლუატაცია, მათ ვერ შეძლეს სააკაშვილისგან გათავისუფლება, რომელიც დიდი ხანია ჩამოლაბორანტებულ პოლიტიკოსს წარმოადგენს, როგორც ჩანს მოქმედ ოპოზიციასაც იგივე მოელის“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
ჩინეთმა დაიწყო ანალური ტამპონების გამოყენება იმ ადამიანების შესამოწმებლად, რომლებსაც კოვიდ 19-ით ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
„ვაქცინის ყველასთვის ხელმისაწვდომობა, მხოლოდ მორალური აუცილებლობა არ არის“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ გეგმავს შეეხმიანოს მიხეილ სააკაშვილს და მას სასაუბროდ მის ონლაინ გადაცემაში დაპატიჟებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეროვნული ვაქცინაციის გეგმა წარადგინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.