მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2.94 - ლარი 5 დღეში 23 თეთრით გამყარდა

ლარი 23

ლარი კვირას მკვეთრი გამყარებით ასრულებს. Bloomberg-ს სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.94-მდე შემცირდა, რაც ვაჭრობის დასაწყისის კურსთან შედარებით 4 თეთრით ნაკლებია.

მარტის მკვეთრი გაუფასურების, როდესაც დოლარის ღირებულება 3 კვირაზე ნაკლებ დროში 2.80-დან 3.50-მე გაიზარდა, აპრილ-მაისში კურსი 3.15-3.20-ზე დასტაბლურდა, ივნისიდან კი ასევე მკვეთრი გამყარება დაიწყო. 5 დღეში ეროვნული ვალუტა 23 თეთრით - 7.3%-ით გამყარდა.

გამყარება დროში შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნასა და პანიკის გადავლას დაემთხვა. მაისის მონაცემები ჯერ ცნობილი არაა, თუმცა უკვე აპრილში ესპორტი 29%-ით - $87 მლნ-ით, იმპორტი კი ბევრად უფრო მეტით - 39%-ით ანუ $287 მლნ-ით შემცირდა.