მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები 710 143 მგზავრს მოემსახურა

საქართველოს აეროპორტები

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ცნობით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები ჯამში - 710,143 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი 1,014,734 მგზავრი) 30%-ით ნაკლებია.

კლება ფიქსირდება ამავე პერიოდის რეისებთან დაკავშირებითაც. 2020 იანვარ-მარტში საქართველოს ხუთივე აეროპორტში 3,785 რეისი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2020 წელი - 5,200 რეისი) 27%-ით ნაკლებია.

მგზავრთნაკადის კლების მიზეზი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, როგორც საქართველოში, ასევე თითქმის მთელს მსოფლიოში, რეგულარული ფრენების შეჩერებაა.

მარტში მგზავრთნაკადის კლება ამბროლაურის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2020 წლის მარტში 79,556 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი მგზავრი 314,067) 75%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ჯამს სამი თვის ჭრილში- შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში აქაც კლება ფიქსირდება. იანვარ-მარტში თბილისის აეროპორტი 479,108 მგზავრს მოემსახურა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-ით ნაკლებია .

სამ თვეში საქართველოს ძირითად აეროპორტში რეისები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედეარები 36%-ით არის შემცირებული და იანვარ-მარტში სულ 2,717 რეისი განხორციელდა, (2019 წელი 4,269 რეისი).

2020 წლის მარტში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 7,303 მგზავრმა ისარგებლა. რაც 66%-ით ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი 21,664 მგზავრი). სამი თვის ჭრილში კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 47,574 მგზავრს მოემსახურა, რაც 8%-ით ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, (2019 წელი 51,916 მგზავრი).  

ბოლო წლების განმავლობაში პირველად, 2020 წლის მარტში მგზავრთნაკადის კლება ფიქსირდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მარტში 27,439 მგზავრს მოემსახურა, რაც 49 %-ით ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, (2019 წელი 53,316 მგზავრი).

სამი თვის ჭრილში კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 16%-იანი ზრდაა და 181,675 მგზავრი შეადგინა, (2019 წელი 156,784 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს: მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 2020 წლის მარტში 328 ადამიანს მოემსახურა და მგზავრთნაკადი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით შემცირდა, (2019 წელი 421  მგზავრი).

ერთადერთი აეროპორტი, სადაც მარტში მგზავრთნაკადის ზრდა ფიქსირდება ამბროლაურის აეროპორტია. გასულ თვეს აეროპორტით 45 ადამიანმა ისარგებლა და მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით გაიზარდა, (2019 წელი 45 მგზავრი).

ადგილობრივ აეროპორტები, 2020 წლის სამ თვეში ჯამურად 1,786 მგზავრს მოემსახურნენ. რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი 1,359 მგზავრი) 31%-ით მეტია.