ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრო 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების მოცულობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

ფინანსთა სამინისტროს
ლოგო
1606807254
დაკოპირებულია

2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი, 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია 1 662.2 მლნ ლარით და განისაზღვრება 16 758.1 მლნ ლარის ოდენობით. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, სახელწიფო ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობა - 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, იზრდება 2 460.7 მლნ ლარით და შეადგენს 18 384.5 მლნ ლარს (წინა წარდგენებთან შედარებით ასიგნებების მოცულობა იზრდება 1 313.1 მლნ ლარით).

ჯამში, ხარჯების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით იზრდება 221.9 მლნ ლარით და შეადგენს 12 778.3 მლნ ლარს, მათ შორის, 890 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისი საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.

ხარჯები რამდენიმე სამინისტროს მიხედვით:

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები - წინა წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 711 მლნ ლარით და შეადგენს 5 563 მლნ ლარს, რაც 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 48 მლნ ლარით.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება - განისაზღვრა 2 421.6 მლნ ლარით. ასიგნებები 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 551.3 მლნ ლარით.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - დაფინანსება განისაზღვრა 1 802.6 მლნ ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 263.8 მლნ ლარით, ხოლო წინა წარდგენებთან შედარებით, გაზრდილია 64.5 მლნ ლარით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 463.6 მლნ ლარს, რაც ბიუჯეტის წინა წარდგენებთან შედარებით გაზრდილია 47.8 მლნ ლარით.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 469.8 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის წინა წარდგენებთან შედარებით გაზრდილია 113.3 მლნ ლარით. მათ შორის გათვალისწინებულია, დამატებით, 85.0 მლნ ლარი ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში და ჯამურად აღნიშნული მიმართულებით დაფინანსება შეადგენს 120.0 მლნ ლარს, მათ შორის, 35.0 მლნ ლარი მცირე გრანტებისთვის, 50.0 მლნ ლარი საკრედიტო-საგარანტიო სქემის დასაფინანსებლად, ხოლო 35.0 მლნ ლარი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერისთვის (2020 წელს დაწყებული პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულებების გათვალისწინებით); 50 მლნ ლარი ახალი კორონოვირუსის მართვასთან დაკავშირებული კარანტინის ხარჯებისათვის.

აგრეთვე წაიკითხეთ👇

👉 საქართველოს ეკონომიკა 2021 წლის მეორე ნახევარში გააქტიურებს გაჯანსაღების პროცესს

პოსტოვიდური გართულება
ბავშვებში - Pia.ge

პოსტ-კოვიდური გართულებები ბავშვებში - რა...

ბოლო პერიოდში ინფექციონისტები კორონავირუსის იშვიათი გართულების - მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შესახებ ხშირად საუბრობენ, რომელიც ბავშვებში გამოვლინდა. დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ გართულებით 60-70 ბავშვი მკურნალობს.  

აშშ-ის სენატში „დემოკრატიული პარტიის“  ლიდერს ჩაკ შუმერს სიტყვები აერია და სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომხრეებს „ერექციისკენ“  (erection) მოუწოდებდა, თუმცა სენატორმა მაშინვე შეცდომა გამოასწორა. მას უნდა ეთქვა, რომ ტრამპი ხალხს „ამბოხებისკენ“ (insurrection) მოუწოდებდა. ამის შესახებ thewrap.com იუწყება. 

1611556075

კოსმოსში გაგზავნილი თანამგზავრების რაოდენობის მიხედვით, ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ერთი რაკეტით SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე  ერთდროულად 143 თანამგზავრი გაიყვანა, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

1611555298

ისრაელი, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ბენ გურიონის აეროპორტს სრულად ხურავს  იანვრის ბოლომდე, -  ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

1611554921

პარლამენტი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე 26 იანვარს იმსჯელებს. ამ მიზნით ხვალ ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც საკითხზე მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი იქნება.

1611553027
ევროსაბჭო

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის სა...

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.

„არა „კომენდანტის საათს“ - რუსთაველის გა...

რუსთაველის გამზირზე, ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო „სეირნობას“ მართავენ.

სოფელ კისისხევში განზრახ მკვლელობის ბრალ...

სასამართლომ კახეთში, სოფელ კისისხევში 28 წლის ქალის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროს...

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას.