2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 16.5 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 86.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 5.7 ათასი ტონით (53%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 30.7 მლნ აშშ დოლარით (55%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (4 342 ტონა), იტალიაში (3 927 ტონა), ჩეხეთში (804 ტონა), ესპანეთში (489 ტონა), ლიეტუვაში (486 ტონა), საფრანგეთში (423 ტონა), პოლონეთში (385 ტონა), ბულგარეთში (367 ტონა), ლატვიაში (128 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), სლოვაკეთში (86 ტონა), ლუქსემბურგი (84 ტონა), ბელგია (44 ტონა) და ავსტრიასა (22 ტონა).
ინფორმაციისთვის, ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (930 ტონა), რუსეთი (799 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (543 ტონა), უკრაინა (354 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), საუდის არაბეთი (223 ტონა),კანადა (195 ტონა), შვეიცარია (131 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (80 ტონა), სირია (50 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (56 ტონა), აზერბაიჯანი (44 ტონა), იორდანია (38 ტონა), დიდი ბრიტანეთი (35 ტონა), ისრაელი (32 ტონა), ერაყი (24 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა
საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. იგი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 160 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
„შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას როგორც არასოდეს სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება და დიალოგი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია დღეს 10:00 საათიდან დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
მაინმარში საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ საბრძოლო იარაღი გამოიყენა. შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო პირველ მარტს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველო ევროკავშირის ახლო მეგობარია.