ეკონომიკა

300 000 სამუშაო ადგილი - როგორი ანაზღაურებაა გერმანიაში?

დასაქმება გერმანიაში
1613726042
დაკოპირებულია

გერმანია სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებისთვის ყოველწლიურად საზღვარგარეთიდან 300 000  ადამიანს იღებს. როგორც წესი მათი უმრავლესობა გერმანიაში პოლონეთიდან და რუმინეთიდან ჩადის. უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე წლიდან მათ რიცხვს საქართველოს მოქალაქეებიც შეუერთდებიან. 

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გაგაცნობთ ინფორმაციას თუ როგორია ანაზღაურება გერმანიაში სოფლის მეურნეობის სფეროში, სხვადასხვა პოზიციაზე.

ეს არის საშუალო თვიური ხელფასი საცხოვრებლის, ტრანსპორტისა და სხვა აუცილებელი ხარჯების გამოკლებით.

კონკრეტული სამუშაო ანაზღაურება სხვადასხვა პოზიციაზე ასეთია:

  • სოფლის მეურნეობის კონსულტანტი - 5450 ევრო
  • სოფლის მეურნეობის ინჟინერი - 3300 ევრო
  • სოფლის მეურნეობის ინსპექტორი - 3080 ევრო
  • სოფლის მეურნეობის მენეჯერი - 5630 ევრო
  • აგრონომი - 4750 ევრო
  • ცხოველთა მოვლის ასისტენტი - 1,660 ევრო
  • დიეტოლოგი ცხოველებისთვის - 3050 ევრო
  • ცხოველთა ტრენერი -1900 ევრო
  • აკვაკულტურისა და ზღვის პროდუქტების ფერმერი - 1810 ევრო
  • მეფუტკრე -1,030 ევრო
  • კომერციული მწარმოებელი - 2,570 ევრო
  • მყვინთავი - 1,620 ევრო
  • მეურნეობის მენეჯერი - 4290 ევრო
  • ფერმერი - 1,190 ევრო
  • ყვავილების დიზაინერი 1,390 ევრო
  • ბრიგადირი - 960 ევრო
  • სატყეო და სატყეო მეურნეობის მუშა - 960 ევრო
  • ბაღის ცენტრის ასისტენტი - 970 ევრო
  • ბაღის ცენტრის მენეჯერი - 2760 ევრო
  • მებაღე - 999 ევრო
  • ზოგადი მეურნეობის დამხმარე - 1090 ევრო
  • სათბურის ასისტენტი - 1060 ევრო
  • სათბურის მენეჯერი - 2,610 ევრო
  • მებაღე - 950 ევრო
  • ფერმერი - 1100 ევრო
  • მებაღეობის მუშა - 1010 ევრო
  • ხის გამსხვლელი - 1,010 ევრო
  • ხის სპეციალისტი - 1,650 ევრო

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებისთვის საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. ამ დროისთვის პროგრამაში 60 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა.

მოქალაქეებს რეგისტრაციის გავლა სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდ workabroad.moh.gov.ge-ზე შეუძლიათ.

ამ დროისთვის არსებული ვაკანსიების ჩამონათვალი:

  • კულტივაცია
  • მცენარეების დარგვა (დათესვა)
  • მცენარეების გაზრდა ყურძნის გასხვლა მიწის კულტივაცია
  • დამუშავება ყურძნის მოსავლის აღება სატაცურის მოჭრა კენკრის მოსავლის აღება (მარწყვი, მოცვი, ჟოლო, სხვა)
  • ხილის მოსავლის აღება (ვაშლი, მსხალი, ბალი, ქლიავი, სხვა)
  • ბოსტნეულის მოსავლის აღება (კომბოსტო, პრასი, ბოლოკი, კიტრი, სხვა)
  • სალათებისა და სამკურნალო მცენარეების/მწვანილის მოსავლის აღება პროდუქტის დატვირთვა, ჩამოტვირთვა და ტრანსპორტირება პროდუქტის დახარისხება და შეფუთვა საწყობში მუშაობა
  • პროდუქტის დატვირთვა, ჩამოტვირთვა და ტრანსპორტირება
  • პროდუქტის დახარისხება და შეფუთვა
  • საწყობში მუშაობა

ინფორმაციისთვის, 2020 წელს გერმანიაში, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული გადაადგილების შეზღუდვების გამო სოფლის მეურნეობის სფეროში, მუშახელის სიმცირის პრობლემა შეიქმნა და მოსავლის აღება რისკის ქვეშ დადგა. გერმანიის მთავრობამ პრობლემის მოსაგვარებლად რუმინეთიდან და ბულგარეთიდან 40 000 მუშის ქვეყანაში შესვლა დაუშვა, თუმცა ეს არასაკმარისი იყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რეგისტრაცია დაიწყო - რა ვაკანსიებია გერმანიაში?

გერმანიაში ლეგალური დასაქმება - როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ?

ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დროებით დასაქმებას შეძლებენ

შარლ მიშელი საქართველოში
ჩამოვიდა

შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. მას აეროპორტში ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს  ქვეყნის მასშტაბით  აქტიურად განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

1614578760

რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას, შაბათ-კვირის გარდა, განაახლებენ ბათუმში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

1614575405

როგორც საჯარო, ასევე, კერძო საბავშვო ბაღები დღეიდან, პირველი მარტიდან, მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 24 თებერვლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

1614574942

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით საქართველოს პარლამენტში  გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. 

1614544344
გათიშული დენი

თბილისის უბნები, სადაც პირველ მარტს ელექტროენ...

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო პირველ მარტს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. 

ამირან სალუქვაძე ნაცმოძრაობას: ხელისუფლე...

„ექს-პრეზიდენტი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქტიურად ლობირებდა დიდ ჰესებს, გახსნა ნენსკრას მშენებლობა, გეგმავდა ნამოხვანს, სხვა დიდ ჰესებს, ნანობდა, რომ ხუდონი არ ავაშენეთ და სხვა, დღეს რატომ გამოდის ნამოხვანის საწინააღმდეგოდ? - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.

თბილისში, ქუთაისსა და გორში მძღოლებმა სა...

თბილისში, ქუთაისსა და გორში მძღოლებმა ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს. ამ ფორმით მათ საწვავის ფასის სწრაფი ზრდა გააპროტესტეს.

ძნელი ასახსნელია, როდესაც ოდესღაც ქვეყნი...

ექსპერტი იოსებ არჩვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერას უცხადებს. არჩვაძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მიხეილ სააკაშვილი მისი პრეზიდენტობის დროს ამბობს, რომ საქართველოში მომავალი წელი არის დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წელი საქართველოში.