მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

300 მლნ ლარიანი დახმარების პროგრამა 200 000-მდე ფერმერზე გავრცელდება

ფერმერი

სახელმწიფო დახმარების პროგრამა 200 000-მდე ფერმერზე გავრცელდება ხოლო პროგრამის ბიუჯეტი 300 მლნ ლარი იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სექტორში ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

პროგრამით სარგებლობა 20 მაისიდან გახდება შესაძლებელი და ის რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. პირველი ეს იქნება 200 ლარიანი სუბსიდია 1 ჰა დარეგისტრირებულ მიწაზე და 150 ლიტრი დიზელი სპეციალურ ფასად - საბაზრო ფასზე 1 ლარით ნაკლებად. დახმარება პროპორციულად გადანაწილდება იმ პირებზეც, რომლებიც მცირემიწიან სავარგულებს ფლობენ.

ფერმერები 20 წლის განმავლობაში საირიგაციო გადასახადისგან გათავისუფლდებიან, ამჟამად ეს გადასახადი 1 ჰა-ზე 75 ლარს შეადგენს. გარდა ამისა იმ პირებს რომლების საირიგაციო სისტემის ან სასათბურე მეურნეობის მოწყობას გადაწყვეტენ სახელმწიფო ხარჯების 50%-ს დაუფარავს.

სახელმწიფო პროგრამა ასევე მოიცავს მიწის სისტემურ რეგისტრაციას. პრემიერის განცხადებით 3 წლის განმავლობაში თითოეული მიწის ნაკვეთი აღრიცხული იქნება.