მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

4 დეკემბერს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი მატარებელი გაივლის

ბაქო-თბილისი-ყარსის მატარებელი

„ბაქო-თბილისის-ყარსის (BTK) სარკინიგზო მაგისტრალით პირველი საექსპორტო მატარებელი თურქეთიდან ჩინეთში 4 დეკემბერს გაემგზავრება“, - ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო რკინიგზაში განაცხადეს. 

მატარებელი, რომელშიც 42 კონტეინერი იქნება, მარმარაის სარკინიგზო სადგურიდან აიღებს კურსს, შემდეგ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით საქართველო-აზერბაიჯანი-კასპიის ზღვის გავლით, ყაზახეთამდე 8 693 კილომეტრს გაივლის და ჩინეთის ქალაქ სიანამდე 12 დღეში მიაღწევს.

👉 ინფორმაციისთვის, BTK 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა. სარკინიგზო ხაზი აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს აკავშირებს. ეს არის უმოკლესი გზა არა მხოლოდ სამ ქვეყანას, არამედ აზიასა და ევროპას შორის.

👉 BTK საშუალებას იძლევა ტვირთის გადაზიდვაზე დახარჯული დრო 2-ჯერ შემცირდეს. BTK რკინიგზა ხელს უწყობს ცენტრალური აზიის ქვეყნების - თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე შესვლას.

👉 საერთო ჯამში, 846 კმ-დან 504 კმ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოდის, ხოლო 263კმ-იანი მონაკვეთი საქართველოზე გადის. რკინიგზის 79 კმ კი თურქეთში მდებარეობს.

👉 პირველ ეტაპზე 5 მლნ ტონა ტვირთის ტრანსპორტირებაა დაგეგმილი, შემდეგ ეტაპზე - კი 17 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდება.