მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

8 ივნისიდან რესტორნები და სასტუმროები გაიხსნება

რესტორნის დარბაზი

8 ივნისიდან ქვეყანაში, სრული მომსახურეობით რესტორნები და სასტუმროები გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რესტორნები შეძლებენ სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ, ხოლო ის სასტუმროები შეძლებენ გახსნას, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამასახურების შემოწმება და ამის ნებართვა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილას, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.