მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნებიან

ფულის გადახურდავება

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან.

ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს პროფესიონალთა რეკომენდაციებისა და რჩევების მკაცრად დაიცვისკენ მოუწოდებს. 

"ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

პანდემიის ბრძოლის ფარგლებში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სესხის გამცემმა ორგანიზაციებმა, ვალუტის გადამცვლელმა ჯიხურებმა და სხვა საფინანსო სფეროში მოღვაწე კომპანიებმა მუშაობა 31 მარტიდან დროებით შეწყვიტა.