მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აეროპორტების გაერთიანება Wizz air-ის მიერ საქართველოს დატოვების ფაქტს უარყოფს

საქართველოს აეროპორტები

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ხელმძღვანელის თამარ არჩუაძის განცხადებით, Wizz air საქართველოს ბაზარზე რჩება და მის დატოვებას არ აპირებს.

არჩუაძის განმარტებით, Wizz Air-ი საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლას მაშინვე განაახლებს, როგორც კი საქართველო საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის გაიხსნება. ეს ყველაფერი კი იმ ქვეყნებში არსებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული, სადაც ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს ახორციელებს.

„ხომალდის ბაზირების თემა ავიაკომპანიისა და აეროპორტის ურთიერთანამშრომლობის საგანია, რომელსაც მგზავრი საკუთარ თავზე ვერ გრძნობს. როგორც კი საქართველოდან საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები მოიხსნება, ავიაკომპანია Wizz Air-ი, ქუთაისიდან ოპერირებას განაახლებს. ავიაკომპანია რეისებს განახორციელებს იმ მიმართულებებზე, რა მიმართულებებზეც ფრენები იქნება დაშვებული. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე,“- განაცხადა თამარ არჩუაძემ.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ადასტურებს, რომ უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას საქართველოდან ხომალდები გაჰყავს, თუმცა აღნიშნულს პრობლემად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ რეისები მაშინვე აღდგება, რაც საქართველო რეგულარული ფრენების ნებართვას გასცემს.

„პანდემიის პერიოდში, ვიზეარის საჰაერო ხომალდები კომპანიის ცენტრალურ ბაზაზე, ბუდაპეშტში განთავსდა, ხოლო ფრენების განახლების შემდეგ ბაზირებული საჰაერო ხომალდები ეტაპობრივად ბრუნდება, იმ ქვეყნებში, სადაც კომპანიას ბაზა გააჩნია. შემცირებული ფრენების ფონზე არამხოლოდ Wizz Air, არამედ მსოფლიოს სხვა ავიაკომპანიები, იღებენ გადაწყვეტილებას, რომ თვითმფრინავები ჰყავდეთ მაქსიმალურად დატვირთულ წერტილში, ანუ იქ სადაც საჰაერო ხომალდი 24 საათის განმავლობაში იქნება დატვირთული", - განმარტავს არჩუაძე.

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტში 2012 წლიდან ოპერირებს, 2018-2019 წლებში ის გახდა #1 ავიაკომპანია მგზავრთნაკადის მიხედვით. მიმდინარე წელს არსებულ 30 რეისს კიდევ 8 უნდა დამატებოდა.

რეგულარული ფრენები 1 თვით 1-ელ აგვისტომდე გადაიდო. გადაწყვეტილების ოფიციალურ მიზეზად მსოფლიოში არსებული ეპიდვითარება დასახელდა.